Phone
consultation hotline
ვალდებულია თუ არა განმცხადებელი საჯარო ინფორმაციის მისაღებად გადაიხადოს რაიმე საფასური?

საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უფასოდ. დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის, გარდა ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებისა. ასეთ შემთხვევაში გადახდილი თანხა უნდა ემთხვეოდეს ასლის გადაღების თვითღირებულებას. საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური პირი არ არის ვალდებული გადაიხადოს ასლის გადაღების საფასური საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას; კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას ან ინფორმაციის ელექტრონულად გადაგზავნისას.