Phone
როგორ მოვიპოვოთ საჯარო ინფორმაცია?

იმისათვის, რომ მოვიპოვოთ საჯარო ინფორმაცია, უნდა მივმართოდ შესაბამის საჯარო დაწესებულებას წერილობითი განცხადებით.

განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი

ბ) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს

გ) მოთხოვნას

დ) განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას

ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში

განცხადებაში აუცილებელი არ არის მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი.