ადმინისტრაციული საჩივარი - ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ი’’ პუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივარი წარმოადგენს დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილ წერილობით მოთხოვნას, დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით, იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას;
- ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის ვალდებულება
- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების უფლება
- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით 29-ე მუხლით დადგენილია მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების სპეციალური ვადა. კერძოდ, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემთხვევაში – გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
- წარმომადგენლობის უფლება
- ადმინისტრაციული საჩივრის ფორმა და შინაარსი
- ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების გადაწყვეტილებათა საჩივრის განმხილველი უფლებამოსილი ორგანო
- ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე ან განხილვაზე უარის თქმა
- ადმინისტრაციული წარმოება
- ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის თქმა
- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა
- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება
დაინტერესებული პირისათვის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საქმის მასალების ელექტრონული ვერსიის გაცემა ხორციელდება საფასურის გარეშე |