ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე

2013 წლიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აქტიურად ჩაერთო პროექტში ,,გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“. სააგენტოს თანამშრომლებმა მსგავს აქციაში არაერთხელ მიიღეს მონაწილეობა.
ისინი ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად
პერიოდულად სისხლს გასცემენ. სააგენტოს თანამშრომლები მსგავს პროექტებში მონაწილეობისთვის მზადყოფნის სურვილს მუდმივად გამოთქვამენ. მიუხედავად იმისა, რომ ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მკურნალობას სახელმწიფო აფინანსებს, ამ დაავადების დაძლევასა და პატარების სიცოცხლის გადარჩენაში სააგენტოს თანამშრომლებს თავისი წვლილი შეაქვთ. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში 0-დან 18 წლამდე ასაკში ყოველწლიურად ლეიკემიის 40 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ბავშვების მკურნალობისათვის, ძირითადად, ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსია საჭირო. შესაბამისად, კლინიკაში პაციენტთა დაყოვნების პერიოდი 9 თვეს მოიცავს. ქიმიოთერაპიის კურსის შემდგომ, თითქმის ყველა შემთხვევაში, სისხლის გადასხმა საჭირო ხდება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა
საკუთარი ხელფასიდან დიტო ცინცაძის საქველმოქმედო ფონდის ანგარიშზე 5000 ლარი ჩარიცხეს. ფონდი თავდაპირველად ჟურნალისტების მიერ ოპერატორ დიტო ცინცაძის გადასარჩენად დაარსდა. ამჟამად ფონდი ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული ბავშვების სიცოცხლისთვის იბრძვის.