ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
საზოგადოებრივი ცენტრები

 

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, ბოლო რამდენიმე წელია, აქტიურად მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების გაზრდის ხელშესაწყობად. საქართველოს მთავრობამ მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა საჯარო სექტორში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. შედეგად, ქალაქებსა და მუნიციპალურ ცენტრებში, მოსახლეობას საშუალება აქვს, ისარგებლოს ხარისხიანი სერვისებით, თუმცა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სერვისებზე კვლავაც დაბალია.

2011 წლიდან სააგენტო ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების განვითარებას, თვითმმართველ ერთეულებში მმართველობის გაუმჯობესების, ადგილობრივი მოსახლეობისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდების და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების გზით. პროექტის პირველ ეტაპზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ შეიმუშავა საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფცია.

საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით მოსახლეობას საშუალება აქვს სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისით. საზოგადოებრივი ცენტრის მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს და შპს მექანიზატორის სერვისებით, ცენტრში ასევე წარმოდგენილი არიან კერძო კომპანიები: „მაგთიკომი“ და „ლიბერთი ბანკი“.

 

N საზოგადოებრივი ცენტრი მუნიციპალიტეტი
1 შაშიანი გურჯაანი
2 სართჭალა გარდაბანი
3 გომი ხაშური
4 ჭალადიდი ხობი
5 რუისი ქარელი
6 ხევი ხარაგაული
7 კოდა თეთრიწყარო
8 მანგლისი თეთრიწყარო
9 ნიგოეთი ლანჩხუთი
10 ჯვარი წალენჯიხა
11 ფოკა ნინოწმინდა
12 შორაპანი ზესტაფონი
13 ყვარელწყალი ახმეტია
14 მუხაესტატე ქობულეთი
15 გეგუთი წყალტუბო
16 მეჯვრისხევი გორი
17  კაჭრეთი გურჯაანი
18 ხიდისთავი  ჩოხატაური
19 ნუკრიანი სიღნაღი
20 კორბოული საჩხერე
21 ღორეშა ხარაგაული
22 დაბა კაზრეთი ბოლნისი
23 შილდა ყვარელი
24 ორსანტია ზუგდიდი
25 ქვემო ნატანები ოზურგეთი
26 კაბალი ლაგოდეხი
27 დაბა ლენტეხი ლენტეხი
28 დაბა ჩაქვი ქობულეთი
29 ხრეითი ჭიათურა
30 სადახლო მარნეული
31 რუხი ზუგდიდი
32 დიდი ჯიხაიში სამტრედია
33 მარტყოფი გარდაბანი
34 იორმუღანლო საგარეჯო
35 არხილოსკალო დედოფლისწყარო
36 ტყვიავი გორი
37 ვალე ახალციხე
38 ბერძენაული ქარელი
39 უსახელო ჭიათურა
40 კიცხი ხარაგაული
41 ბარალეთი ახალქალაქი
42 ლაჯანა ცაგერი
43 კუმურდო ახალქალაქი
44 წალკა წალკა
45 კოხნარი ჩოხატაური
46 გლდანი თბილისი
47 ზეინდარი ვანი
48 ბაკურიანი ბორჯომი
49 მეორე სვირი ზესტაფონი
50  ფასანაური დუშეთი
51 ჯგალი წალენჯიხა
52 ლანჩხუთი ლანჩხუთი
53 აწყური ახალციხე
54 სანიორე თელავი
55 ზედა საზანო თერჯოლა
56 ლესიჭინე ჩხოროწყუ
57 საჩხერე საჩხერე
58 წნორი სიღნაღი
59 დმანისი  დმანისი
60 ადიგენი ადიგენი
61 ახალსოფელი ყვარელი
62 მუხრანი  მცხეთა
63 უდაბნო საგარეჯო
64 საწირე ტყიბული