Phone
consultation hotline
პარტნიორობა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო  არაერთ სახელმწიფო უწყებასთან, ბიზნესკომპანიასა თუ უმაღლეს სასწავლებელთან თანამშრომლობს.

თანამშრომლობის  ფარგლებში, საჯარო მმართველობის განმახორციელებელ უწყებებს და  კერძო სამართლის სუბიექტებს სააგენტო  მასთან დაცული, სანდო და მაღალი ხარისხის მონაცემთა ბაზებით უზრუნველყოფს, რაც ელექტრონული მმართველობის სისტემის დანერგვასა და სამუშაო პროცესის ეფექტურობის ზრდას უწყობს ხელს.

მომხმარებლისთვის ერთი სარკმლის პრინციპით მომსახურების სისტემის შემდგომი გაუმჯობესების  მიზნით, სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კერძო სექტორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია. ბიზნესპარტნიორობის ფარგლებში, სააგენტოს ინოვაციური პროექტები მიმართულია სხვადასხვა ელექტრონული სერვისების შექმნისა და მიწოდებისაკენ. სააგენტო უზრუნველყოფს მაღალპროფესიონალურ კონსულტაციას ბიზნესის სექტორთან თანამშრომლობის პროცესში და სააგენტოს ავტორიზებული პირებისათვის, უფლებამოსილების დელეგირების საფუძველზე, მუდმივად ახორციელებს სწავლებას.

პარალელურად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ვალდებულებად განიხილავს დარგისთვის მომავალი პროფესიონალების მომზადების მხარდაჭერას. ამ მიზნით უწყება საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებითა და სააგენტოს საქმიანობის ადგილზე გაცნობით ხელს უწყობს ახალგაზრდა სპეციალისტების სათანადო განათლებით უზრუნველყოფას.

სააგენტოს თანამშრომლობის მემორანდუმები  შემდეგ ორგანიზაციებთან აქვს გაფორმებული:

ავტორიზებული პირი
სახელმწიფო სექტორი