ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
სად შეიძლება სივრცითი მონაცემების მოძიება

დღესდღეობით, ყველამ არ იცის, სად მოიძიოს მისთვის საჭირო ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ ხშირად, ერთი და იმავე მონაცემის მრავალი ვერსია არსებობს. დამატებით პრობლემას ქმნის გართულებული შეთანხმების პროცესი. ხშირ შემთხვევაში, მომხმარებელს, რომელსაც  ინფორმაციის მიღება სურს, უწევს შეთანხმებებზე ხელის მოწერა, თითოეულ მომწოდებელთან დაკავშირება და მოლაპარაკებების წარმოება. მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია, რომლის მიწოდებაც შემდგომში უნდა მოხდეს, ხშირ შემთხვევაში, სტრუქტურულად და ტექნიკურად შეუთავსებელია, რაც  ართულებს ჰარმონიზაციის პროცესს.

 

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია მიიღოს ინფორმაცია:

  • ერთი მოთხოვნით
  • ერთ ადგილას
  • ერთ შეთანხმებაზე ხელმოწერით
  • ერთხელ გადახდით
  • სწრაფად, მარტივად და ავტომატურ რეჟიმში

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დღესდღეობით, მონაცემების მიწოდება დაკავშირებულია მრავალ არასასურველ სამუშაოსა და ხარჯთან. სწორედ ამის შეცვლას ვცდილობთ, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ფარგლებში. ჩვენი მიზანია, მომავალში, სივრცითი მონაცემების  მიწოდება გახდეს მაქსიმალურად ავტომატიზებული და ერთგვაროვანი.

ვიმედოვნებთ, რომ მომავალში, საქართველოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის პროექტის განხორციელების შედეგად, ადამიანები, დროის დიდ ნაწილს მონაცემთა ანალიზს, პროდუქტებისა და სერვისების განვითარებას დაუთმობენ, სარგებელს მიიღებენ ინფორმაციისგან და არ დაკარგავენ დროს მის მოძიებაში.

 

ინფორმაციის მიღებისა და სერვისების ძიების გასამარტივებლად, ჩვენ ვქმნით ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის პორტალს www.NSDI.gov.ge. ეს არის ცენტრალური სივრცე, სადაც მომხმარებლებს, მომწოდებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გარეშე, შეუძლიათ მოძებნონ სხვადასხვა თემატიკის მონაცემთა ნაკრებები და ელექტრონული სერვისები.

თავიდანვე, პორტალი დააკმაყოფილებს მონაცემებისა და მეტამონაცემების ძიების, დათვალიერების, შეკვეთისა და ტრანსფორმაციის მოთხოვნებს (INSPIRE-ის დირექტივის პირველადი მოთხოვნები). პორტალის ფუნქციურ ნაწილში, ასევე გათვალისწინებული იქნება  ბიზნესის მთელი რიგი გადაწყვეტილებები, როგორიცაა უფლებამოსილების, შეთანხმებისა და ლიცენზიების განკარგვის მხარდაჭერა. პორტალის განვითარება ითვალისწინებს მასში დამატებითი ფუნქციების ინტეგრირებას, რაც განისაზღვრება მომხმარებლის სურვილით, საჭიროებით ან მოთხოვნით.