ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
ვინ არიან სივრცითი მონაცემების მწარმოებლები და მომხმარებლები

სივრცითი მონაცემების მწარმოებელია ნებისმიერი ორგანიზაცია თუ კერძო პირი, ვინც აგროვებს, აწარმოებს და უზრუნველყოფს სივრცითი მონაცემების  ხელმისაწვდომობას საჯარო გამოყენებისთვის. მონაცემების მწარმოებლები აღწერენ მონაცემებს (მონაცემების ტიპი, მფლობელი ან მათზე პასუხისმგებელი პირი,  წვდომის პირობები და ა.შ.), აქვეყნებენ აღნიშნულ აღწერილობას შესაბამის საჯარო პორტალზე და უზიარებენ მომხმარებლებს შეთანხმებული სტანდარტების მიხედვით.

სივრცითი მონაცემების მომხმარებლები არიან სახელმწიფო ინსტიტუტები, მუნიციპალური თვითმმართველობები, ბიზნესსექტორი, აკადემიური წრეები, ან მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა საჯარო პორტალზე ეძებენ ინფორმაციას და ინტერაქტიურად უკავშირდებიან  განსხვავებული  თემატიკის მონაცემთა ნაკრებებსა თუ ელექტრონულ სერვისებს, შედეგად იღებენ საჭირო ინფორმაციას კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად.