ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება / Amendment of a Technical Flaw in the Registered Data 

For English version please click here

რა არის ტექნიკური ხარვეზი 

ტექნიკური ხარვეზი არის მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დაშვებული ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა. 

ტექნიკური ხარვეზის შესწორების წესი და პირობები 

მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია აღმოჩენისთანავე შეასწოროს თავის მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზი. 

ტექნიკური ხარვეზის შესწორება შესაძლებელია ასევე მოითხოვოს ნებისმიერმა პირმა და ამისთვის წარადგინოს განცხადება ვებ–გვერდზე www.napr.gov.ge, ან უშუალოდ მიმართოს  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირებს. 

თუ ტექნიკური ხარვეზის შესწორება ხდება არა მარეგისტრირებელი ორგანოს ინიციატივით, არამედ მოთხოვნილია ნებისმიერი პირის მიერ, მაშინ მარეგისტრირებელ ორგანოში წარმოდგენილ უნდა იქნეს: 

1. განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ);

2. პიროვნების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა, პირადობის ნეიტრალურ მოწმობა ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტი). 

ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც განცხადების წარდგენა ხდება  ვებ–გვერდზე www.napr.gov.ge 

ტექნიკური ხარვეზის შესწორება ხორციელდება ერთი სამუშაო დღის ვადაში – მომსახურების საფასურის გარეშე. 

შენიშვნა 

ამონაწერის მიღება შესაძლებელია ვებ–გვერდზე www.napr.gov.ge. ასევე, იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ავტორიზებულ პირებთან. 

საჯარო რეესტრის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამასთან დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის მიერ.