Phone
consultation hotline
სტატისტიკის და ანალიზის ფუნქციების განვითარება

სტატისტიკა და ანალიზი ნებისმიერი სისტემის აუცილებელი ელემენტებია, რომელთა გარე­შეც ეფექტური მმართველობა და მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. ამ ფუნქციების განხორციელებით სარგებელს იღებს არა მხოლოდ სააგენტო, არამედ გლო­ბალურად სახელმწიფო, რადგან უძრავი ქონების თუ ბიზნესის მიმართულებით ეფექტური პოლიტიკის განსასაზღვრავად, ამ პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგისა და შეფასე­ბისათვის აუცილებელია მინიმუმ ზუსტი სტატისტიკური მონაცემების ქონა.

პროექტის მოსალოდნელი შედეგებია: მონაცემთა საცავები და რეპორტინგის სისტემა როგორც ქონების, ისე ბიზნესის რეგისტრა­ციის და სხვა მიმართულებებით; პერსონალი შესაბამისი ცოდნით, გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით; ელექტრონული პუბლიკაციების სერიები; სტატისტიკური და ანალიტიკური ონლაინ სერვისები როგორც საშინაო, ისე საგარეო მომხმარებლებისათვის.

პროექტის გლობალური მოსალოდნელი შედეგებია: ეფექტური მმართველობა, სტატისტიკისა და ანა­ლიზის განვითარებული ფუნ­ქციები და კმაყოფილი მომხმარებელი.