Phone
consultation hotline
IT ინფრასტრუქტურის გაფართოება

2014 წლიდან დაიწყო IT ინფრასტრუქტურის გაფართოება და ავტომატიზაციის გაზრდა "ღრუბლოვანი" ტექნოლოგიების გამოყენებით.

რადგან მუდმივად იზრდება მოთხოვნა ელექტრონული სერვისებზე და იქმნება ახალი სერვისები, მათი შეუფერხებელი მომსახურებისთვის საჭირო გახდა IT ინფრასტრუქტურის გაფართოება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იქნა ღირებულების შემცირება და ავტომატიზაციის დონის გაზრდა. მიზნის მისაღწევად იქმნება "ღრუბლოვანი" ინფრასტრუქურა ღია, უფასო ტექნოლოგიების გამოყენებით.

დასრულების შედეგად მივიღებთ თანამედროვე ტექნოლოგიებით გაუმჯობესებულ და გაზრდილ ინფრასტრუქტურას, რის საფუძველზეც ამაღლდება საჯარო რეესტრის ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობა, ინფრასტრუქტურა მზად იქნება უფრო მასშტაბური პროექტებისთვის, როგორიცაა NSDI.

"ღრუბლოვანი" ინფრასტრუქტურა საშუალებას მოგვცემს, სააგენტოს ინფრასტრუქტურა შევთავაზოთ სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებს, რაც შეამცირებს სახელმწიფო ხარჯებს და დააჩქარებს ქვეყანაში ელექტრონული სერვისების განვითარებას.