Phone
consultation hotline
ევროკავშირის ENPI-ს „ევროკავშირი-საქართველოს ელექტრონული მმართველობის შესაძლებლობების" პროექტი

კომპონენტი - „გეოგრაფიული ინფორმაციის წარმოების გაძლიერება"

(დეკემბერი, 2012წ. - დეკემბერი, 2014წ.)

როექტის მიზანი: საქართველოში გეოდეზიისა და კარტოგრაფიის განვითარების ხელშეწყობა

პროექტის ბიუჯეტი: 854 675  ევრო

პროექტის შედეგი:

  • კვაზი გეოდის ჩართვა GNNS მონაცემების შემდგომი დამუშავების სერვისში (post-processing service)
  • ინსტრუქციების მომზადება: 1) კვაზი გეოიდის სიმაღლეების ცვლილებების ინტერპოლაციის შესახებ; 2) ზუსტი ელიფსოიდური სიმაღლეების განსაზღვრის შესახებ
  • დოკუმენტის მომზადება საბაზისო მონაცემების ტრანსფორმაციის მეთოდოლოგიისა და პარამეტრების შესახებ
  • სპეციალისტებისთვის ტრენინგის გეგმის შემუშავება GNNS ადგილმდებაროების განსაზღვრასთან, კოორდინატთა სისტემებისა და საბაზისო მონაცემების ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით
  • ახალი გეოდეზიური კოორდინატთა სისტემის მიღების მიზანშეწონილობის შესახებ სემინარი
  • სასწავლო ვიზიტი თურქეთში, ქ. სტამბულში (26-31 მაისი, 2014წ.)
  • ტრენინგები: 1) GNNS ადგილმდებარეობის განსაზღვრის და  2) კოორდინატთა სისტემებისა და საბაზისო მონაცემების ტრანსფორმაციის შესახებ
  • სემინარი გეოდეზიის გამოწვევებისა და სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით
  • საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) საინფორმაციო მხარდაჭერა (ჟურნალისა და NSDI ბროშურის დაბეჭდვა)