Phone
consultation hotline
კარიერა

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ვაკანტურ თანამდებობათა დაკავება განსაზღვრულია კონკურსის წესით. კონკურსის პრინციპებია: კანონიერება, სამართლიანობა, საჯაროობა, გამჭვირვალობა, არადისკრიმინაციულობა, ობიექტურობა, მიუკერძოებლობა, კოლეგიალურობა, კორექტულობა.

სააგენტო ცდილობს, მოიზიდოს განსაკუთრებული უნარ-ჩვევებისა და პოტენციალის მქონე ადამიანები და ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად გამოავლინოს, შეარჩიოს სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირები.

კვალიფიციურ, მიზანმიმართულ პროფესიონალებს სააგენტოში კარიერული წინსვლის საშუალებას აქვთ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მუდმივად ზრუნავს დასაქმებულთა განვითარებასა და მაღალი დონის პროფესიონალებად ჩამოყალიბებაზე. 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს  წარმატება თითოეული თანამშრომლის დამსახურებაა, ყველა მათგანს თავისი წვლილი შეაქვს სააგენტოს განვითარებაში. დღეს ორგანიზაციაში  1320-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

    

  ვაკანსიები

  კონკურსის შედეგები

  

   სტაჟირება