Phone
consultation hotline
დამისამართების პროექტი

გრძელდება დამისამართების პროექტი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სამისამართო სისტემის სრულყოფას და განვითარებას შეუწყობს ხელს. სამისამართო რეესტრის მოწესრიგების შემდეგ, მოქალაქეებს უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურები მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ, დასახლებულ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები აღარ იარსებებს, ხოლო კონკრეტული მისამართები მარტივად მისაგნები იქნება. დამისამართების ერთიანი სისტემა მჭიდრო კავშირშია დაზუსტებული, მუდმივად განახლებადი, საიმედო საარჩევნო სიის ფორმირებასთან.

  • 2016 წლის 1 სექტემბრიდან  მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობების ნაცვლად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს გეოგრაფიული ობიექტების  ნუმერაციას.
  • 2016 წლის მონაცემებით დასრულებულია 40  ქალაქის (დაბის) დამისამართება.
  • მიმდინარეობს ქვეყნის სამი რეგიონის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის და კახეთის დამისამართება, ხდება აღნიშნულ რეგიონებში არსებული გეოგრაფიული ობიექტების აღწერა ინვენტარიზაცია და სამისამართო ელექტრონული მონაცემების შექმნა.
  • გაგრძელდა მისამართების სისტემური კორექტირების პროექტი. გასწორებულია 37 000 სამისამართო ერთეული.
  • გრძელდება ე.წ. „იტალიური ეზოებში“ არსებული უნომრო ბინების სისტემური ნუმერაცია. სისტემურად გადაინომრა 1714 -მდე იტალიური ეზო. 
  • თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის საპროექტო განყოფილებაში, სამისამართო აბრების განთავსების მიზნით გადაგზავნილია 160 ქუჩის ციფრული ფორმატის სამისამართო პროექტი შესაბამისი გადაწყვეტილებებით.