ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა, რომელმაც ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა ISO 27001 -ის დანერგვა დაიწყო.

უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა სააგენტოს მიერ დამუშავებული ინფორმაციის არასათანადოდ გამოყენების რისკების შემცირება და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების დაკმაყოფილებაა.

უსაფრთხოების სისტემის დანერგვის ფარგლებში, სააგენტომ ვებ-გვერდზე განთავსებულ ელექტრონულ პროგრამებში ე.წ. "დამცავი კოდის" გამოყენება დაიწყო, რაც ინფორმაციის არასათანადოდ გამოყენების რისკებს მინიმუმამდე ამცირებს. კერძოდ, პრაქტიკულად გამორიცხული ხდება რობოტი პროგრამის მიერ დიდი რაოდენობით მოთხოვნების ავტომატური დაგენერირება, სისტემის გადატვირთვა და ლეგიტიმური მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიღებაში ხელის შეშლა.