Phone
consultation hotline
ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების და ერთიანი სარეგისტრაციო პრაქტიკის დანერგვის პროექტი

ერთიანი, ეფექტური და სამართლებრივად გამართული მომსახურების გაწევის მიზნით, სააგენტოში მიმდინარეობს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების ცენტრალიზაცია,  რაც  ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების bac -ოფისის რეგიონულ დონეზე გამსხვილებას გულისხმობს.რეგიონალიზაცია  გადაწყვეტილებების მიღების პროცესისა და შესაბამისი უფლებამოსილი პირების ერთ ადგილას კონცენტრაციას ითვალისწინებს, რაც ყველა ქალაქსა და რაიონში ერთიანი სარეგისტრაციო პრაქტიკის ჩამოყალბებას,  სიახლეთა იმპლიმენტაციასა და სისტემის ერთ სტანდარტზე გადასვლას შეუწყობს ხელს.პარალელურად, წარმატებით მიმდინარეობს, ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებში არსებული საინფორმაციო მომსახურების  ცენტრალიზაციის, არსებული საარქივო მასალის დიგიტალიზაციისა და  არქივირების პროექტები.

განხორციელდა ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების გამსხვილება რეგიონულ დონეზე,  კერძოდ ნაცვლად არსებული 64 ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურისა, რომლებიც ანხორცილებენ როგორც ფრონტის ასევე რეგისტრაციის ფუნქციას, გაერთიანდა 8 რეგიონულ სარეგისტრაციო სამასხურში,  რომელიც შეითავსებს რეგისტრაციის ფუნქციას მთელი საქართველოს მაშტაბით. რაიონებში დარჩენილი სარეგისტაციო სამსახურები განახორციელებენ მხოლოდ ფრონტის ფუნქციას.

პარალელურად მიმდინარეობს თბილისის სარეგისტრაციო განყოფილებების უფლებამოსილების გაფართოება რეგისტრაციის თვალსაზრისით, კერძოდ თბილისის სარეგისტრაციო განყოფილებები გარდა თბილისი სარეგისტრაციო ზონაში არსებული უძრავი ქონებისა უკვე ახორციელებენ შიდა ქართლის, კახეთის, სამეგრელოს, მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგის, თიანეთის, გარდაბნის, მარნეულის, მესტიის და წალკის სარეგისტრაციო ზონებში არსებული ქონების რეგისტრაციას.

2015 წლიდან, უძრავ ნივთებზე სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის უფლების რეგისტრაცია და მშენებარე უძრავ ნივთებზე უფლებების და ვალდებულებების რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მაშტაბით ცენტრალიზებულად, თბილისში ხორციელდება.  

გარდა სტრუქტურული დაყოფისა რეგიონებში განხორციელდა ფუნქციათა შინაარსობრივი დაყოფა/გადანაწილება, კერძოდ გაიმიჯნა ოთხი ძირითადი ფუნქცია: მიღება, რეგისტრაცია, საინფორმაციო მომსახურება, იურიდიული. ფუნქციათა დაყოფამდე ხშირ შემთხვევაში ერთი და იგივე თანამშრომელი ახორციელებდა როგორც მიღების, ასევე რეგისტრაციის და საინფორმაციო მომსახურების ფუნქციას რაც თავისთავად ვერ უზრუნველყოფდა ვერცერთი მიმართულების სათანადო ხარისხით შესრულებას. თუ კი მანამდე ფუნქციები თანამშრომლებს შორის იყო არეული, დღეის მდგომარეობით არის ზუსტად გაწერილი და საქმიანობის მიხედვით  გადანაწილებული.

პარალელურად IT მიმართულებით ხორციელდება შესაბამისი მხარდამჭერი პროგრამების შემუშავება, კერძოდ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ავტომატურად, პროგრამულად გადანაწილების ფუნქცია რეგისტრატორებისთვის.