Phone
consultation hotline
საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმატებულ საქმიანობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციებმა, რომლებიც რეფორმების გატარების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ. ამ წლების განმავლობაში, მათი მხარდაჭერით, სააგენტოში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. 

უძრავი ქონების სფეროში დონორი ორგანიზაციები ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს გამოჩნდნენ. ცხადია, არ იყო მარტივი დონორების დაინტერესება, მაგრამ ჩვენ გვქონდა მთავარი: შესაბამისი მზაობა. დონორი ორგანიზაციების პროექტები სხვადასხვა მიმართულებებით - ორგანიზაციული, შიდა რესურსის, პროფესიული კადრებისა და გეომონაცემთა ბაზების, კადასტრისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების კუთხით მიმდინარეობდა. დღეს უკვე ბევრი დონორი ორგანიზაცია იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან, სადაც მსგავს პროექტებს ახლა ახორციელებს, მაგალითად სწორედ საქართველოს ასახელებს. 

სააგენტო ახალი სტრატეგიით კვლავ განაგრძობს თანამშრომლობას საერთაშორისო  ორგანიზაციებთან.

მიმდინარე პროექტები

განხორციელებული პროექტები

საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა