ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმება (იურიდიული პირებისათვის) / Abolition of the Registration of Entity (for Legal Entities)

For English version please click here

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1.განცხადება;

2. დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

(პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა, პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი);

3. რეგისტრაციის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი;

4. სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 ვადა და საფასური:

1 სამუშაო დღის ვადაში - საფასურის გარეშე

ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მაშინ ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.

 შენიშვნა:

რეგისტრაციის გაუქმების  მოთხოვნის უფლება აქვს დაინტერესებულ პირს ან მის წარმომადგენელს.

განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის წარდგენა  შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ავტორიზებულ პირებთან.

რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია ვებ–გვერდზე www.napr.gov.ge , ნებისმიერ ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში, იუსტიციის სახლებსა და სააგენტოს ავტორიზებულ პირებთან

კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამასთან დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის მიერ.