ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
განხორციელებული პროექტები

საკადასტრო სამუშაოები და დაუზუსტებელი სტატუსით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებისათვის  დაზუსტებული საკადასტრო მონაცემების შექმნის პროექტი ქ. გორში

 

საკადასტრო აზომვითი სამუშაოები და დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია სოფელ წოდორეთში

მცხეთის რაიონის სოფელ წოდორეთის ტერიტორიაზე 2012 წლის მაისში განხორციელდა საცდელი პროექტი საკადასტრო სტანდარტების ტესტირებისა და რეგისტრირებული მონაცემების ხარისხის შესწავლისთვის. შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (NAPR) ორგანიზაციული განვითარება და გაუმჯობესებული მომსახურების პროექტის ფარგლებში.

პილოტპროექტი ითვალისწინებდა სოფელ წოდორეთში 130 ჰექტარ მიწის ფართობზე განლაგებული 320 მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი სამუშაოების ჩატარებას. მიწის მესაკუთრეებთან შეთანხმებით, საპილოტე ტერიტორიის 80% -ზე დადგინდა  მიწის ყველა ნაკვეთის სწორი ადგილმდებარეობა და კოორდინატები, მოხდა ფაქტობრივი მდგომარეობის არსებულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მოყვანა, გაიმიჯნა კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები, მომზადდა მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზების ქაღალდის და ელექტრონული ვერსიები, რომელთა აღებაც მესაკუთრეებს უფასოდ შეუძლიათ.

 

საერთაშორისო პროექტების მიერ სისტემური ინვენტარიზაციით  დაფარული ტერიტორიები

1999 - 2007 წ.წ.