ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
საკადასტრო გეგმის განახლება

საკადასტრო გეგმა გაიცემა საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის მიწის ნაკვეთის და ნაგებობების შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს.

საკადასტრო გეგმა არის მიწის ნაკვეთის საკადასტრო და გრაფიკული მონაცემების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის, მისი ფართობის, კონფიგურაციის, დანიშნულების, საკოორდინატო ბადის, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობებისა (მათ შორის, მშენებარე) და მათი სართულიანობის, ასევე, ამ მიწის ნაკვეთზე იმ უფლებებისა და შეზღუდვების შესახებ, რომელთა საკადასტრო მონაცემებიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში

ხაზობრივი ნაგებობების საკადასტრო გეგმა არის ნაგებობების საკადასტრო და გრაფიკული მონაცემების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის, მისი ფართობის ან სიგრძის, კონფიგურაციის, დანიშნულების, საკოორდინატო ბადის, წერტილოვანი ობიექტის, ასევე, ამ ნაგებობაზე იმ უფლებებისა და შეზღუდვების შესახებ, რომელთა საკადასტრო მონაცემებიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

საკადასტრო გეგმის განახლების მოთხოვნა შესაძლებელია, როგორც საქართველოს ნებისმიერ რაიონში იუსტიციის სახლების მომსახურების და საჯარო რეესტრის ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების ცენტრებიდან, ასევე ინტერნეტით >>> ,  განცხადებების და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნის მეშვეობით, შესაბამისი საფასურის გადახდის საფუძველზე .

საკადასტრო გეგმის მომზადება >>>