ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
საკადასტრო რუკის ქაღალდის ვერსიის მოთხოვნა

საკადასტრო რუკა გაიცემა საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში განთავსებული ინფორმაციის საფუძველზე და მისი მომზადების მომენტისთვის მიწის ნაკვეთის და ნაგებობების შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს ასახავს.

საკადასტრო რუკა არის დოკუმენტი, რომელიც კონკრეტული ტერიტორიის საკადასტრო მონაცემებს, ინფორმაციას ამ ტერიტორიაზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების, ნაგებობების, მათი საკოორდინატო ბადისა და საკადასტრო კოდის შესახებ. ასევე,  მიწის ნაკვეთსა და ნაგებობებზე იმ უფლებებისა და შეზღუდვების შესახებ, რომელთა საკადასტრო მონაცემებიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

საკადასტრო რუკის ქაღალდის ვერსიის მოთხოვნა შესაძლებელია, როგორც  საქართველოს ნებისმიერ რაიონში იუსტიციის სახლების მომსახურების და საჯარო რეესტრის ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების ცენტრებიდან, ისე ინტერნეტით >>> , ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის მეშვეობით, განცხადების წარდგენის და შესაბამისი საფასურის გადახდის საფუძველზე. 

 

საკადასტრო რუკის/ორთოფოტოს ქაღალდის ვერსიის მოთხოვნა ონლაინ კანცელარიის მეშვეობით

 

 

 

 

 საკადასტრო რუკის ქაღალდის ვერსიის მოთხოვნა საქართველოს მასშტაბით