ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
საკადასტრო კოდი

უძრავ ქონებას და ხაზობრივ ნაგებობას სარეგისტრაციო წარმოების პროცესში  უნიკალური საკადასტრო კოდი ენიჭება საჯარო რეესტრის თავმჯდომარის   შესაბამისი ბრძანების  მიხედვით >>>

უძრავი ნივთის და ხაზობრივი ნაგებობის საკადასტრო  კოდის ფორმირების წესი

უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი იცვლება ნივთის ადგილმდებარეობის დაზუსტებისას, ზუსტი სარეგისტრაციო საზღვრების (ზონა, სექტორი, კვარტალი, ბლოკი) შესაბამისად ბოლო რიგითი ნომრის მინიჭებით.

უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი უქმდება საკუთრების უფლების გაუქმებისთანავე.

უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი უქმდება და ახალი კოდი ფორმირდება საკადასტრო ერთეულების გაყოფის ან გაერთიანების შედეგად.

საჯარო რეესტრიდან ამონაწერში  უძრავ ნივთს ძველი საკადასტრო კოდი მიეთითება  წინა საკადასტრო კოდად.