ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
სარეგისტრაციო საზღვრები

სარეგისტრაციო საზღვრები მოიცავს სარეგისტრაციო ზონის, სარეგისტრაციო სექტორის, სარეგისტრაციო კვარტალის და სარეგისტრაციო ბლოკის ტერიტორიებს. სარეგისტრაციო საზღვრის ძირითადი დანიშნულება უძრავ ნივთებსა და ხაზობრივი ნაგებობებისათვის უნიკალური საკადასტრო კოდის ფორმირებაა.

სარეგისტრაციო საზღვრის უდიდესი ერთეული სარეგისტრაციო ზონაა, რომელსაც უნიკალური  კოდი აქვს. სარეგისტრაციო ზონის საზღვარი მტკიცდება საჯარო რეესტრის თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად. სარეგისტრაციო ზონის არეალებით რეგულირდება ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების უფლებამოსილების გავრცელების საზღვრები. სარეგისტრაციო ზონა მოიცავს სარეგისტრაციო სექტორებს, ხოლო სექტორები - კვარტლებს. თბილისის სარეგისტრაციო ზონის შემთხვევაში კვარტალი მოიცავს ასევე სარეგისტრაციო ბლოკებს.

საქართველოს სარეგისტრაციო ზონების ჩამონათვალი: