ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
საკადასტრო აზომვითი ნახაზი

დღეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემები თავს იყრის  საჯარო რეესტის შესახებ  კანონის და საჯარო რეესტრის ინსტრუქციის შესაბამისად, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე თანდართული აზომვითი ნახაზის (ქაღალდის და მისი იდენტური ელექტრონული ვერსიის) შესაბამისად, რომელსაც ქმნის ამ საქმიანობაზე უფლებამოსისლი პირი, ან კომპანია დაინტერესებული პირის  დაკვეთით.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს N388 დადგენილებით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესი, რის მიხედვითაც გაიმიჯნა პასუხისმგებლობა ამზომველსა და მესაკუთრეს შორის. კერძოდ, უძრავი ნივთის ადგილმდებარეობასა და საზღვრის იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებელია მესაკუთრე, ხოლო აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებასა და ნახაზის სისწორეზე კი - ამზომველი.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს #388 დადგენილება მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით შესრულებისათვის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულების უფლებამოსილების მქონე პირის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ   ----------------  დანართი