ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
მარეგისტრირებელ ორგანოში სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი საკადასტრო ნახაზების ისტორიული მიმოხილვა

    


პერიოდი მოთხოვნის შინაარსი
ცენტრალიზებული ელექტრონულ კადასტრზე გადასვლიდან - დღემდე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურები  უფლების დამდგენ დოკუმენტთან ერთად  ითხოვენ სახელმწიფო გეოდეზიურ სისტემაში შესრულებულ აზომვით  ნახაზების ქაღალდის ვერსიებს შესაბამისი ელექტრონული ვერსიებთან ერთად ( shp. ფაილის ფორმატში),  2006 წლის 13 დეკემბერს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ დამტკიცებული ინსტრუქციის და მოგვიანებით 2010 წლის 15 დეკემბერს დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.
მოთხოვნა ელექტრონულ ვერსიებზე (სარეკომენდაციო სტრუქტურით) იწყებოდა იმ დღიდან, როდესაც კონკრეტულ რაიონში გაჩნდებოდა ტექნიკური შესაძლებლობა  ელექტრონული ნახაზების გადამოწმებისათვის (2006 წლის 13 დეკემბერს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ დამტკიცებული ინსტრუქცია , მუხლი 76
2006 წლის 13 დეკემბერი – ცენტრალიზებული ელექტრონულ კადასტრზე გადასვლა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურები  უფლების დამდგენ დოკუმენტთან ერთად  ითხოვდნენ სახელმწიფო გეოდეზიურ სისტემაში შესრულებულ აზომვითი  ნახაზების ქაღალდის ვერსიებს, 2006 წლის 13 დეკემბერს დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.
გამოქვეყნდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის  სარეკომენდაციო ფორმა.
2004 წლის ივნისი – 2006 წლის 13 დეკემბერი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურები  უფლების დამდგენ დოკუმენტთან ერთად  ითხოვდნენ შესაბამისი  (სხვადსხვა დანიშნულების ტერიტორიებზე)  მასშტაბის საყრდენ  ტოპოგრაფიული რუკების საფუძველზე შექმნილ ამონარიდებს ან   ხელით შესრულებულ სქემატურ ნახაზებს.
1996  –  2004 წლის ივნისი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის  ზონების რეგისტრატორები  უფლების დამდგენ დოკუმენტთან ერთად  ითხოვდნენ შესაბამისი  (სხვადსხვა დანიშნულების ტერიტორიებზე)  მასშტაბის საყრდენ  ტოპოგრაფიულ რუკების საფუძველზე შექმნილ ამონარიდებს ან   ხელით შესრულებულ სქემატურ ნახაზებს.