ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
NSDI–ს პილოტ პროექტი თვითმმართველ ქალაქ გორში

საჯარო რეესტრის სააგენტომ NSDI-ს მხარდასაჭერად  სპეციალური პროგრამა შეიმუშავა. პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტი ქალაქ გორში საპილოტე პროექტის განხორციელებას გულისხმობს, რომლის შედეგად მიღებული მნიშვნელოვანი საბაზისო ინფორმაცია საკადასტრო და ადმინისტრაციულ, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო, სამისამართო, დემოგრაფიულ და სხვა    მონაცემებს გააერთიანებს.

NSDI-ს ეფექტური წარმართვისთვის მუნიციპალიტეტების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საპილოტე პროექტს რამდენიმე მიმართულებით ახორციელებს. პირველ რიგში, მიმდინარეობს ქალაქ გორის თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის ყველა იმ მატერიალურ-ტექნიკური საშუალებით აღჭურვა, რომელიც სივრცითი მონაცემების წარმოებისთვისაა საჭირო. ამას გარდა, დასრულდა ადგილობრივი კადრების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი.

გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს  მესაკუთრეებისთვის დაუზუსტებელი საკადასტრო საზღვრების მქონე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების რეალური საკადასტრო  საზღვრების უფასოდ დადგენა და ელექტრონულ რუკაზე ასახვაც. აღსანიშნავია, რომ პროექტი კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი და პრობლემატური საკითხის - ქალაქ გორის რეალური ადმინისტრაციული საზღვრის დადგენასაც ითვალისწინებს.

ქალაქ გორში განხორციელებული საპილოტე პროექტის წარმატება ხელს შეუწყობს NSDI-ს პროქტის ქვეყნის მასშტაბით განხორციელებას. პარალელურად, შეიქმნება ლოკალური გეოგრაფიული მონაცემების ადგილობრივ დონეზე წარმოების წარმატებული პრეცედენტი, რაც სხვა მუნიციპალიტეტებისთვისაც საუკეთესო მაგალითი და სტიმული იქნება.

პროექტის შედეგად მიღებული მონაცემები სპეციალურ ვებპორტალზე 2015 წლისთვის განთავსდება და მათ  გამოყენებას ყველა დაინტერესებული უწყება შეძლებს.