ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
იუსტიციის სახლები

იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის ფარგლებში სახელმწიფო სერვისების უმრავლესობაა მოქცეული.

იუსტიციის სახლი მოქალაქეებს აწვდის იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების, სხვადასხვა საჯარო უწყებებისა და კერძო სექტორის ოთხასზე მეტ  სერვისს.

იუსტიციის სახლის მიზანია:

  • მომხმარებლისათვის, ერთი ფანჯრის პრინციპით, სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების მაღალი ხარისხით მიწოდება;
  • სახელმწიფო მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა;
  • მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი და ინოვაციური სერვისების შეთავაზება.

იუსტიციის სახლი სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმით მნიშვნელოვნად ამარტივებს საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობას და მოქალაქეების ურთიერთობას საჯარო სექტორთან.

იუსტიციის სახლის მომსახურებით, მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ 22 ფილიალში,  ყოველდღიურად 20 000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს, მათ შორის, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. იუსტიციის სახლის მომხმარებელს  საშუალება აქვს, ერთ სივრცეში მიიღოს 400-ზე მეტი სახელმწიფო სერვისი. მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნის მიზნით, იუსტიციის სახლი მუდმივად გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა - როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის სერვისების დამატებას, რათა მომხმარებლებმა ერთ სივრცეში, რაც შეიძლება მეტი სერვისის მიღება შეძლონ.