Phone
consultation hotline
შეზღუდვებისა და უფლებების რეგისტრაციის სამსახურის უფროსი

 

papuna22

ნინო ბახია

ნინო ბახია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შეზღუდვებისა და უფლებების რეგისტრაციის სამსახურის უფროსის პოზიციაზე 2010 წლიდან მუშაობს.

2004-2008 წლებში ის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა: 2005-2006 წლებში სააგენტოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროს სპეციალისტად მუშაობდა; შემდეგ, რეგისტრაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურში - ასისტენტად. 2004–2005 წლებში იყო ოფის მენეჯერის თანაშემწე შპს ,,სტუდია თბილისში“;

ნინო ბახიამ 2003 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით _ დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია და მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; 2004 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით _ სამართალმცოდნეობა; 2005 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით _ დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია, მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

2007 წელს დაამთავრა სტოკჰოლმის სამეგო ტექნიკური უნივერსიტეტი, სპეციალობით _ მიწის მართვა და მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

ნინო ბახიას გავლილი აქვს  კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვადასხვა სასწავლო კურსი:

2010- 2012  სასწავლო კურსი“საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში” - ესტონეთის დიპლომატიის სკოლა (ESD); სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS);

2011 სასწავლო კურსი “საკანონმდებლო პრაქტიკის პროგრამა” (LFP) - განათლების ამერიკული საბჭოები, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი;

2011 ერთთვიანი სტაჟირების პროგრამა უძრავი ქონების მართვის სფეროში - Alter Consulting Group, USA;

2009  სასწავლო კურსი “ეფექტური მომსახურება” - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო  ცენტრი;

2009  სასწავლო კურსი “სტრატეგიული დაგეგმვა” - ტრეინინგებისა და კონსულტაციების ცენტრი (CTC);

2006  სასწავლო კურსი “პროექტის მართვა” - სოციალური კვლევისა და პოლიტიკის ანალიზის საერთაშორისო ცენტრი;

2003-2004  სტაჟირების პროგრამა - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, საქართველოს პარლამენტი .

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე.