მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში ტექნიკური ხარვეზის შეწორება გულისხმობს მარეგისტრირებელი ორგანოს ვალდებულებას აღმოჩენისთანავე შეასწოროს თავის მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში ტექნიკური ხარვეზის შეწორებაზე უფლებამოსილი ორგანო არის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.