ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან ამონაწერისა და არქივში დაცული ინფორმაციის გაცემა

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან ამონაწერი არის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში არსებული მონაცემების შემცველი დოკუმენტი. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პარტიის) რეგისტრაციის (ან/და ცვლილებით რეგისტრაციის) თაობაზე  ამონაწერი გაიცემა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში ასახული რეკვზიტების შესაბამისად.

არქივში დაცული საჯარო ინფორმაციის გაცემა წარმოებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) არქივში დაცული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საფუძველზე და უზრუნველყოფილია მათი საჯაროობის, თავისუფალი გაცნობისა და გაცემის პრინციპი.

ამონაწერისა და არქივში დაცული ინფორმაციის მომზადებაზე უფლებამოსილი ორგანო არის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან ამონაწერისა და არქივში დაცული ინფორმაციის მომზადებისა და გაცემის წესი და პირობები იხილეთ საკონსულტაციო ბარათში.