ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პარტიის) რეგისტრაცია

 საჯარო მიზნების მისაღწევად კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება (პარტია) არის საერთო მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილი მოქალაქეთა ნებაყოფლობითი დამოუკიდებელი გაერთიანება, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში.

დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.

 

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის წესი და პირობები იხილეთ საკონსულტაციო ბარათში.