ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
ისტორია

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოში გეოინფორმაციულ სფეროში მომუშავე კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებს შორის წამყვანი პოზიცია უკავია. საქმიანობის პროცესში გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების (GIS) აქტიურად გამოყენებამ, სათანადო ტექნიკურმა ინფრასტრუქტურამ და სააგენტოს ამ პროფილით მომუშავე, კვალიფიციურმა კადრებმა განაპირობა ის, რომ უწყება სივრცითი მონაცემების ყველაზე დიდ მწარმოებელ და მომხმარებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბოლო 3 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით  რამდენიმე  პროექტი დაიგეგმა. ამჟამად უწყება სწორედ მათ განხორციელებაზე მუშაობს.