ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

დამტკიცებულია

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს

თავმჯდომარის 2014 წლის ,, 1 „ თებერვლის

N,,    121/ს     „ ბრძანებით

 

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი  1

ეს დებულება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის (შემდგომში – ,,სამსახურის“) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს, აწესრიგებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მუხლი  2

სამსახური წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - ,,სააგენტო”) სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

მუხლი  3

სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, სააგენტოს დებულებით, სააგენტოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, წინამდებარე დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

მუხლი  4                                                                                                                                

სამსახური თავისი ამოცანების/ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სააგენტოს, ანგარიშვალდებულია სააგენტოს თავმჯდომარის წინაშე.

თავი II

სამსახურის მიზნები და ფუნქციები

მუხლი 5

სამსახურის მიზანია სააგენტოსთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიზნობრივი აუდიტორიისათვის სათანადო ფორმით, სწორი არხებით და ინტენსივობით მიწოდება.

მუხლი  6

სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;

ბ)სააგენტოში მიმდინარე პროცესების, სიახლეების შესახებ ინფორმაციის დამუშავების/მომზადების უზრუნველყოფა და აღნიშნული ინფორმაციის საზოგადოების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და მიზნობრივი აუდიტორიისათვის სათანადო ფორმით, სწორი არხებით და ინტენსივობით მიწოდება;

გ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, მათი მხრიდან დაფიქსირებულ მოთხოვნებზე დროული რეაგირება;

დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სააგენტოს შესახებ გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგი, სააგენტოს რეპუტაციისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;

ე) სააგენტოს სარეკლამო და საინფორმაციო კამპანიის წარმოება, საჭიროებიდან გამომდინარე, ბრიფინგებისა და კონფერენციების ორგანიზება, პრეს–რელიზებისა და მსგავსი ინფორმაციის გავრცელება;

ვ) მომხმარებელზე ორიენტირებული მარკეტინგული სისტემის ფორმირება;

ზ) სააგენტოს მომხმარებლებთან უკუკავშირი (კმაყოფილების კვლევა), სააგენტოს მომხმარებლების ინტერესების და კმაყოფილების პერიოდული კვლევების დაგეგმვა და ორგანიზება, კვლევის შედეგების შეჯამება და უფლებამოსილი პირისათვის წარდგენა;

თ) სააგენტოს ვებ გვერდის და შიდა საინფორმაციო გვერდის ადმინისტრირება;

ი) სააგენტოს კორპორატიული, სპორტული, ინტელექტუალური  ღონისძიებების ორგანიზება;

კ) სააგენტოს დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება.

მუხლი 7

დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების შესრულებისას სამსახური უფლებამოსილია სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებიდან სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შეუფერხებლად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

თავი III

სამსახურის ხელმძღვანელობა და დასაქმებული პირები

მუხლი 8

  1. სამსახურში საქმიანობას ეწევიან:

ა)  სამსახურის უფროსი;

ბ) მენეჯერი;

გ) სააგენტოს საშტატო განრიგით გათვალისწინებული სხვა თანამშრომლები.

2. სამსახურში  მუდმივ ან არამუდმივ  ამოცანათა  შესასრულებლად, შრომითი  ხელშეკრულების საფუძველზე, შეიძლება  მიღებულ  იქნეს  ასევე სხვა პირები.

მუხლი 9

  1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.
  2. სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მენეჯერი ან თანამშრომელი.

3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია სააგენტოს თავმჯდომარის წინაშე.

მუხლი 10

სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას;

ბ)წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს მათი შესრულების ხარისხს;

დ)    ანაწილებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას;

ე)წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს თავმჯდომარეს სამსახურის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, ასევე მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

ვ) პერიოდულად ისმენს სამსახურის თანამშრომელთა ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ და აფასებს მათი შესრულების ხარისხს;

ზ) სააგენტოს თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

თ) იღებს გადაწყვეტილებებს მის კომპეტენციას მიკითვნებულ საკითხებზე;

ი) შუამდგომლობს სამსახურისთვის იმ ფინანსური თუ სხვა რესურსების გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია სამსახურის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

კ) ითანხმებს სამსახურის თანამშრომელთა სამუშაოს აღწერილობებს;

ლ) ახორციელებს კანონმდებლობით და სააგენტოს თავმჯდომარის მიერ მინიჭებულ  სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 11

1. სამსახურის მენეჯერს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.

2. სამსახურის მენეჯერი:

ა) ასრულებს ხელმძღვანელ პირთა დავალებებს;

ბ) უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ზედამხედველობას თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

გ) სამსახურის გამართული ფუნქციონირების მიზნით მონაწილეობს სამსახურის სამუშაოების დაგეგმვისა და ორგანიზების პროცესში;

დ) მონაწილეობს სამსახურის განვითარების ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრაში, ამ მიზნით, შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს;

ე) ასრულებს სააგენტოს თავმჯდომარის და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 12

სამსახურის თანამშრომელი:

ა) ახორციელებს კანონმდებლობით, სააგენტოს დებულებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შინაგანაწესით, ამ დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობებით მისთვის დაკისრებულ უფლება–მოვალეობებს;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით;

გ) ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია სამსახურის უფროსისა და სააგენტოს თავმჯდომარის წინაშე;

დ)  პასუხისმგებელია მის მიერ მომზადებულ გადაწყვეტილებაზე/ შესრულებულ სამუშაოზე;

ე) ასრულებს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

თავი IV

დასკვნითი დებულებები

მუხლი 13

სამსახურის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.