Phone
consultation hotline
CYBER-EXE საქართველო 2014

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს IT-გუნდმა, კიბერუსაფრთხოების სავარჯიშოების/შეჯიბრება „CYBER-EXE საქართველო 2014“-ში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებაში საჯარო და კერძო სტრუქტურების IT მიმართულების სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ.  ღონისძიების მიზანი საჯარო და კომერციული ორგანზაციების ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტების მომზადება კიბერუსაფრთხოების კრიზისული სიტუაციებისთვის და მათ შორის ურთიერთთანამშრომლობის მექანიზმების ჩამოყალიბებაა.
შეჯიბრში თითოეული მონაწილე ორგანიზაციის გუნდმა, წინასწარ მომზადებული კიბერშეტევის პირობებში, ვირტუალური სივრცის დაცვის ოპერაცია განახორციელა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გუნდმა საუკეთესო შედეგი აჩვენა.