Phone
consultation hotline
Oracle

2013 წელს საჯარო რეესტრის სააგენტომ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი IT კომპანიის, Oracle-ს მიერ ორგანიზებულ კონკურსში “Tell us your story” გაიმარჯვა. კონკურსი მიზნად ისახავდა Oracle-ს ბიზნესგადაწყვეტილებების ოპტიმალური გამოყენების საუკეთესო ვერსიის წარდგენას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა  უწყებაში მონაცემებისა და სტატისტიკის კუთხით არსებული მდგომარეობა აღწერეს და პრობლემების გამოსწორების პროცესში Oracle-ს ბიზნესგადაწყვეტილებების გამოყენების მნიშვნელობაც აჩვენეს.

კონკურსში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდა, რამდენიმე სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანიაც მონაწილეობდა. მათ შორის Oracle-ს ექსპერტებმა საუკეთესოდ სწორედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარდგენილი კონცეფცია მიიჩნიეს.