Phone
consultation hotline
ფინანსები

ფინანსური მდგრადობა საშუალებას გვაძლევს, ვიყოთ მიმზიდველი და სტაბილური დამსაქ­მებე­ლი შრომის ბაზარზე, გავაუმჯობესოთ სამუშაო გარემო პერსონალისთვის, გვქონდეს კადრების სტიმულირების მოქნილი სისტემა, ვიმუშაოთ ახალ, ამბიციურ პროექტებზე, უზრუნველ­­ვყოთ მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალი დონე და ღირსეულად ვუპასუხოთ ნებისმიერ გა­მოწვევას.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებული რეფორმები პოზიტიურ გავლენას ახდენს უძრავი ქონების ბაზრისა და ბიზნესის განვითარებაზე. თავის მხრივ, უძრავი ქონებისა და ბიზნესის ტრანზაქციების ზრდა სააგენტოს ფინანსურ სტაბილურობას განაპირობებს.  

2004 წლიდან სააგენტო თვითდაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციაა და მისი შემოსავალი სტაბილურია. შემოსავლების პარალელურად, სააგენტომ სხვადასხვა მიმართულებით საოპერაციო ხარჯები და ინვეს­ტი­ციები გაზარდა. მათ შორისაა,  ფიზიკური ინფრასტრუქტურის განვითარება, უახლესი აპარატურული თუ პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა და ა.შ.

ბიუჯეტი

შემოსავალი/ხარჯი