ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
კონსულტაცია საკადასტრო საკითხებთან დაკავშირებით

საკადასტრო საკითხებით წარმოქმნილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლებთან დაკავშირებით თბილისის იუსტიციის სახლში მოქალაქეებს კონსულტაციას უწევენ გეოდეზიისა და კარტოგრაფიის, სივრცითი ინფორმაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის დეპარტამენტის, კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მომზადებული იუსტიციის სახლის სპეციალისტები.

კონსულტაციის და შესაბამისი სიტუაციური ნახაზის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა თან უნდა იქონიონ განაცხადი სარეგისტრაციო წარმოების შესახებ ან მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება ან რეგისტრირებული დაზუსტებული საკადასტრო მონაცემების მქონე  უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და  პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.