ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
სახელმწიფო ტყის ფონდის კორექტირება

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს # 299 დადგენილებით დამტკიცდა სახელმწიფო ტყის ფონდის საზ­ღვრები და სახელმწიფო ტყის ფონ­დის ნაკვეთე­ბის სა­იდენტიფიკაციო მონაცემები, შესაბამისად  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის 46‑ე მუხლის მე‑3 პუნქტის  და „სახელმწიფო ტყის ფონ­დის საზ­ღ­ვრის დადგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2010 წლის 13 აგვისტოს №240 დადგენილებით დამტკიცე­ბუ­ლი სახელ­მწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის მე‑2 მუხ­ლის მე‑2 პუნქტის გათვალისწინებით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართვე­ლ­ო­­­ბ­ის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სა­ჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კი უზრუნველყო ამ და­დ­გე­ნ­ი­ლების პირველი მუხლით გათვალისწინებული მონაცემების ცი­ფ­რ­ული ვერსიის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.reestri.gov.ge‑ზე გან­­თა­ვსება.

დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად შესაძლებელია სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების ცვლილება კორექტირების გზით ("საჯარო რეესტრის შესახებ" კანონის 151 მუხლის მე-2 პუნქტი). კერძოდ:

  1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება რეგისტრირდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე.
  2. საზღვრის კორექტირება შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა 2012 წლის 1 იანვრამდე.