Phone
consultation hotline
საფინანსო-ეკონომიკური სამსახური

papuna22

სამსახურის უფროსი ხათუნა გოგოხია

ხათუნა გოგოხია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსად 2012 წლიდან მუშაობს.

2010 წლიდან ის PSP ჯგუფის “ნარინჯისფერი ფარმაცენტრის” მთავარ ბუღალტრად, 2006 წლიდან სს ,,ლილო 1“-ის საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის უფროსად, 1997-2004 წლებში კი ქალაქ თბილისის მერიის ენერგეტიკის საკითხების მარეგულირებელ საქალაქო სამსახურში მთავარ ბუღალტრად მუშაობდა.

1996 წელს ხათუნა გოგოხიას სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ფინანსების და საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობა, ხოლო 1992-1995 წლებში ქალაქ თბილისის მერიის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის ფინანსების და საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების გამგის მოადგილის, საბუღალტრო აღრიცხვის სექტორის უფროსის, სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების მთავარი სპეციალისტისა და გარემოს დაცვის კომიტეტის ბუღალტერ-სპეციალისტის თანამდებობები ეკავა.

ხათუნა გოგოხიამ 1993 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, მათემატიკური ფიზიკის სპეციალობით დაამთავრა. 2004 წელს კი თბილისის პაატა გუგუშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფინანსებისა და კრედიტის ფაკულტეტის სასწავლო კურსი გაიარა  და ეკონომისტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

ჰყავს მეუღლე და შვილი.

სამსახურის დებულება