Phone
consultation hotline
გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტი

papuna22

დეპარტამენტის უფროსი ივანე ცარციძე

ივანე ცარციძე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის, სივრცითი ინფორმაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე 2014 წლის აპრილში დაინიშნა. მანამდე კი სააგენტოს რეგისტრაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად მუშაობდა.

ივანე ცარციძე 2006 წლიდან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა: 2009 წლიდან თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა; 2006-2008 წლებში ტექნიკური აღრიცხვის არქივში  მთავარი არქივარიუსის მოვალეობას, შემდეგ კი ამავე სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებდა; 2006 წლის დეკემბერში დაინიშნა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის კადასტრის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად.

ივანე ცარციძე 2003–2006 წლებში იყო მისწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის (მიწის ბაზრის განვითარების პროექტი) რეგიონალური პროექტების მართვის სექტორის კოორდინატორი იყო; 2002–2003 წლებში მუშაობდა მიწის ბაზრის განვითარების პროექტში, მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის ხარისხის უზრუნველყოფისა და კონტროლის ჯგუფის კოორდინატორად (ექსპერტად); 2000–2002 წლებში მუშაობდა მიწის ბაზრის განვითარების პროექტში, მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის საველე კონტროლისა და მონიტორინგის ჯგუფის სპეციალისტად (ექსპერტად); 1999–2000 წლებში იყო ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკის ინსტიტუტის დიაგნოსტიკისა და მონიტორინგის ცენტრ _ ,,დიანდჰესის“ ინჟინერ–გეოდეზისტად; 1998–1999 წლებში მუშაობდა აერო–გეოდეზიური დეპარტამენტის 63–ე ექსპედიციაში იურისკონსულად;

1998 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სპეციალობით  _ გამოყენებითი გეოდეზია და მიენიჭა ინჟნერ–გეოდეზისტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; 1999 წელს დაამთავრა იურიდიულ–ფსიქოლოგიური ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობით  _ სამართალმცოდნეობა და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2001 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო–გეოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურის სრული კურსი, სპეციალობით  _ გამოყენებითი გეოდეზია და მიენიჭა ინჟნერ–გეოდეზისტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

ფლობს ინგლისურ ენას.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

დეპარტამენტის დებულება