Phone
consultation hotline
თავჯდომარის მოადგილე

 

papuna22

შოთა ჩაჩხუნაშვილი

შოთა ჩაჩხუნაშვილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილედ 2014 წლის ივლისიდან მუშაობს. თავმჯდომარის მოადგილის რანგში ის განვითარების მიმართულებას კურირებს.  პარალელურად კი სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე შოთა ჩაჩხუნაშვილი სააგენტოში ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი იყო.

2004–2006 წლებში ის სადაზღვევო კომპანია ,,ალდაგში“ ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსად მუშაობდა, 2003 წელს - სასწავლო ცენტრ ,,IREX/IATP“–ში ინტერნეტ-ცენტრის ადმინისტრატორად,  2001 წელს - შპს ,,ჯეოსელში“ პროგრამისტად, 2000 წელს კი - შპს ,,სამყაროში“ კომპიუტერული კურსის ტრენერი იყო.

შოთა ჩაჩხუნაშვილმა 2000 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, სპეციალობით _ ფიზიკური ინფორმატიკა და მიენიჭა ფიზიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ფიზიკის, მათემატიკის და ინფორმატიკის მასწავლებლის კვალიფიკაცია;

2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის მაგისტრატურა და მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

2008 წელს დაამთავრა ბიზნეს სკოლა (ESM), სპეციალობით _  ბიზნესის ადმინისტრირება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში;

2010 წელს დაამთავრა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის პროექტების მართვის აკადემია და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი პროექტების მართვაში.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.