Phone
consultation hotline
მონაცემთა დამუშავებისა და განახლების სამსახური

papuna22

სამსახურის უფროსი ნინო ჩაკვეტაძე

ნინო ჩაკვეტაძე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა დამუშავებისა და განახლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 2014 წლის აპრილიდან დაინიშნა.

2011 წლის ოქტომბრიდან ნინო ჩაკვეტაზე რეგისტრაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურში უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა; 2005 წლიდან ის სააგენტოში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა: 2007 წლის ნოემბრიდან თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის განყოფილების არქივირების სექტორის უფროსი, ინდივიდუალური საკუთრების საგანზე უფლების რეგისტრაციის სექტორის ასისტენტი, დიდუბე-მთაწმინდის სექტორში სახელმწიფო რეგისტრატორად მუშაობდა. 2003-2004 წლებში კი მცხეთის რაიონის სანოტარო ბიუროში ნოტარიუსის კონსულტანტი იყო.

2000 წელს ნინო ჩაკვეტაძემ თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი „იბერია"-ს იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით დაამთავრა და იურისტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

სამსახურის დებულება