სკანირების სამსახური
სამსახურის უფროსი ნინო კიკვიძე
ნინო კიკვიძე სკანირების სამსახურის უფროსის პოზიციაზე 2014 წლის თებერვლიდან მუშაობს. 2008–2013 წლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა, 2007 წელს GTZ-ის „მიწის მენეჯმენტის“ პროექტში ექსპერტად მუშაობდა, 1998-2006 წლებში - შპს „უბეს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად, 1990-1998 წლებში კი ქალთა კონსულტაციაში - ექთნად და უმცროს ექიმად.
ნინო კიკვიძემ 1999 წელს სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა, სპეციალობით სამკურნალო საქმე და ზოგადი პროფილის ექიმის კვალიფიკაცია მიენიჭა.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.