ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
შეზღუდვებისა და უფლებების რეგისტრაციის სამსახური

სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მაია ვადაჭკორია

მაია ვადაჭკორია სსიპ -საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს  შეზღუდვებისა და უფლებების რეგისტრაციის სამსახურის უფროსის მოვალეობას 2017 წლის 2 ნოემბრიდან ასრულებს. მანამდე (2012  წლიდან) ის  ამავე სამსახურის უფროსის მოადგილე იყო.  მაია ვადაჭკორია სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2005 წლიდან მუშაობს. ის ჯერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის იურისტი, ხოლო შემდგომ, 2007 წლიდან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის გირავნობის განყოფილების უფროსი იყო.

სხვადასხვა დროს, მაია ვადაჭკორია იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრის შრომის და სამეწარმეო დარგის კონსულტანტად (1996 - 2000 წწ.), ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსად (2000 - 2003 წწ.), იუსტიციის  სამინისტროს  სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №4 განყოფილების (გლდანი-ნაძალადევის რაიონის განყოფილება) უფროსად  (2003 - 2005 წწ.) მუშაობდა. 

მაია ვადაჭკორიამ 2000 წელს  თბილისის იურიდიული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, სამართალმცოდნის სპეციალობით, იურისტის კვალიფიკაციით, 1990 წელს - ბათუმის  სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო-გეოგრაფიის ფაკულტეტი, ბიოლოგიის სპეციალობით.  

ჩაბარებული აქვს ადვოკატთა სალიცენზიო  გამოცდა  საერთო  სპეციალიზაციით. გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვადასხვა სასწავლო კურსი და ფლობს არაერთ სერტიფიკატს.

ფლობს  რუსულ ენას.

ჰყავს ერთი შვილი.

სამსახურის დებულება