Phone
consultation hotline
სამისამართო სამსახური

papuna22

 სამსახურის უფროსი დიმიტრი მახათაძე

დიმიტრი მახათაძე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო სამსახურის უფროსის პოზიციაზე 2011 წლიდან მუშაობს. პარალელურად, 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის ნოემბრამდე ის ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

დიმიტრი მახათაძე 2009 წლიდან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა: 2009-2010 წლებში სააგენტოს იურიდიული სამსახურის იურისტად მუშაობდა, ხოლო 2010 –2011 წლებში რეგისტრაციის და კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

2012–2014 წლებში დიმიტრი მახათაძე მუშაობდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროექტის – აზომვითი სამუშაოების მაკოორდინირებელი ჯგუფის ხელმძღვანელად.

2014–2015 წლებში დიმიტრი მახათაძე იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრი.

2015 წლიდან დღემდე არის საქართველოს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის წევრი.

2003–2009 წლებში მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციაში (APLR), აშშ–ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) მიწის ბაზრის განვითარების პროექტში,  უფროს იურისი, 2007 –2009 წლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ავტორიზებული მომხარებლების  ტრენერი; 2001–2003 წლებში - იურიდიულ ფირმა ,,VECO”-ს იურისტი იყო, 1994–2001 წლებში კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის სასამართლო აღმასრულებლად მუშაობდა.

დიმიტრი მახათაძემ 1997 წელს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა და იურისტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

სამსახურის დებულება