Phone
consultation hotline
სამეურნეო სამსახური

papuna22

სამსახურის უფროსი ნოდარ გომარელი

ნოდარ გომარელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეურნეო სამსახურის უფროსის პოზიციაზე 2011 წლის იანვრიდან მუშაობს. 2006–2011 წლებში ის ჯერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტექნიკური ექსპერტიზის სამსახურის, შემდეგ კი ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი იყო.

ნოდარ გომარელი 2005–2006 წლებში შპს ,,სამართლებრივი ცენტრის“ მთავარ ბუღალტრად, 2003–2004 წლებში თბილისის მერიის ადმინისტრაციული ინსპექციის წამყვან სპეციალისტად, 1989–2003 წლებში კი ისანი–სამგორის რაიონის გამგეობის საბინაო სერვისული მომსახურების ცენტრის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. 1981 წელს ხაშურის სამშენებლო–სარემონტო კანტორის დამხმარე მუშა, 1981 წელს ხაშურის რკინიგზის ენერგომომარაგების IV უბანზე დამხმარე მუშა, 1980 წელს კი ხაშურის მექანიკური ქარხნის დამხმარე მუშა იყო.

ნოდარ გომარელმა 1995 წელს  საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით დაამთავრა და  ინჟინერ–მშენებლის კვალიფიკაცია მიენიჭა.

ფლობს რუსულ ენას.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

სამსახურის დებულება