Phone
consultation hotline
მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტი

 

დეპარტამენტის უფროსი სოფიკო ჭავჭანიძე

სოფიკო ჭავჭანიძე მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე 2016 წლის ნოემბრიდან დაინიშნა. მანამდე ის ამავე დეპარტამენტში ბიზნესის რეგისტრაციის  სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა და პარალერულად ამავე დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებდა.

სოფიკო ჭავჭანიძე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2006 წლიდან მუშაობს. ის ჯერ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში საჯარო ინფორმაციის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტის, 2010 წლიდან  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურის მენეჯერის, 2014 წლის აპრილიდან პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის მონაცემთა დამუშავების სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.  2015 წლის სექტემბრიდან პარალელურად, პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის  უფროსის მოვალეობას ასრულებდა.  

სხვადასხვა დროს სოფიკო ჭავჭანიძე იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის სამდივნოს მთავარი სპეციალისტი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის უფროსის სამდივნოს მთავარი სპეციალისტი; იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კოლეგიის სხდომის მდივანი, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილების და შემდგომ სახელმწიფო რეგისტრაციისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტის მრჩეველი, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციის დეპარტამენტის ოპერატორი, შპს „ასტერი“-ს კომპიუტერული ცენტრის ოპერატორი და იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების რეგისტრაციის სამმართველოს მდივან-მემანქანე.

1999 წელს სოფიკო ჭავჭანიძემ დაამთავრა  თბილისის იურიდიული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობით -  სამართალმცოდნეობა და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

დეპარტამენტის დებულება