სამსახურის უფროსი ზურაბ ლაზუაშვილი
ზურაბ ლაზუაშვილი 2018 წლის 1 იანვრიდან არქივის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. 2017 წლის 24 მარტიდან არქივის სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებდა. მანამდე სააგენტოში საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა. 2014 წლის აპრილში ეკავა არქივის სამსახურის უფროსის თანამდებობა.
2003-2006 წლებში ზურაბ ლაზუაშვილი თბილისის ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის ეკონომიკურ-იურიდიულ ინსტიტუტსა და თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორი იყო. 1999-2006 წლებში კი საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა. იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 1998-1999 წლებში ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს კურიერად მუშაობდა.
ზურაბ ლაზუაშვილმა 2001 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (მიმართულება: სახელმწიფოს და სამართლის ისტორია) 1997 წელს კი - თბილისის საერთაშორისო ეკონომიკისა და ინფორმაციის ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა.
გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვადასხვა სასწავლო კურსი, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში - მოსამართლის თანაშემწის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული სწავლებისა და ინფორმაციის ცენტრში - საგადასახადო მოხელეთა, საქართველოს სამოსამართლო სწავლების ცენტრში - ადვოკატთა მოსამზადებელი კურსები; საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში კურსი “პოლიტიკა და სამართალი”.
ფლობს რუსულ, გერმანულ და ძველ ლათინურ ენებს.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.