ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
წარმომადგენლობის უფლება

ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა დასაშვებია, როგორც თავად დაინტერესებული მხარის, ასევე მისი/მათი წარმომადგენლის მიერ. ყველას აქვს უფლება აწარმოოს ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოსთან წარმომადგენლის მეშვეობით, აგრეთვე ისარგებლოს დამცველის დახმარებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია წარმომადგენელს მოსთხოვოს მისი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი. თუ განცხადება წარადგინა 25-ზე მეტმა პირმა, განცხადებაზე ხელმომწერი პირები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში ნიშნავენ ერთ წარმომადგენელს, რომელიც უფლებამოსილია აწარმოოს ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოსთან. წარმომადგენლად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ფიზიკური პირი.