ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის ვალდებულება

ადმინისტრაციული საჩივარი წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ დავებზე სასამართლოში უფლების დაცვის წინაპირობას. კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ,,სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა.’’